|
2019-12-27 15:03:48, 1779 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი: ოპოზიციის შფოთვა, რომ „უჩიპო“ პირადობის მოწმობებს ვინმე სხვა მიზნით გამოიყენებს, უსაფუძვლოა
„როგორ შეიძლება ეს დაესიზმროთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვინმე გამოიყენებს და რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას მიაღებინებს?“, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის ბრალდებებს ID ბარათებთან დაკავშირებით. მისი თქმით, უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ მიღებული არ არის. „ჩვენს მოქალაქეებს საკუთარი რწმენიდან გამომდინარე სურვილი აქვთ, რომ ისეთი ბარათი აიღონ, სადაც არ იქნება ე.წ. ჩიპი და მათ სახელმწიფო დღეს ალტერნატიულ საშუალებას ვერ სთავაზობს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ნაწილში თქვა, რომ ეს ნორმა უნდა შეჩერდეს და ამ პირებთან მიმართებაში სახელმწიფომ მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩიპიანი ბარათი არ უნდა გასცეს რა წესი შემუშავდება, ეს საკითხი როგორ დარეგულირდება და საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, დაველოდოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონულ განვითარებას, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, დაახლოებული ვიყოთ, რათა ჩვენს მოქალაქეებს არანაირი დაბრკოლება არ შეექმნათ მათი იდენტიფიცირების დროს. ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს, რომ მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან მარტივად იყოს შესაძლებელი პირის იდენტიფიცირება. ეს ბარათები ამას უზრუნველყოფს. უსაფუძვლოა ოპოზიციის შფოთვა, რომ თურმე, ვინმე ამას რაღაც სხვა მიზნებისთვის იყენებს. როგორ შეიძლება ეს დაესიზმროთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვინმე გამოიყენებს და რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას მიაღებინებს? - ეს არის წარმოუდგენელი რამ. ჩვენი ინტერესია, არჩევნებისთვის ყველაფერი ისე იყოს ორგანიზებული, რომ არც ჩვენს პარტნიორებს, არც დამკვირვებლებს და არც ოპოზიციას არანარი საფუძველი არ მივცეთ, რაიმეზე შემოგვედაონ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სადავო ნორმების მოქმედება შეჩერდა. აქედან გამომდინარე, დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ, თავიანთი რელიგიური შეხედულებების გამო იუსტიციის სახლს პირადობა მოსთხოვოს, რომელსაც ე.წ. „ჩიპი“ ანუ ელექტრონული მატარებელი აღარ ექნება. როგორც ოპოზიცია ამბობს, „ქართული ოცნება“ „უჩიპო“ პირადობის მოწმობებს არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენებს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)