|
2019-12-26 15:07:55, 1928 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი: იმ დესტრუქციული ჯგუფების მხრიდან, რომლებიც მედიაზე ტერორით გამოირჩეოდნენ, ასეთი კომენტარები არ მიკვირს
„იმ დესტრუქციული ჯგუფების მხრიდან, რომლებიც წლების განმავლობაში ძალადობდნენ მედიაზე, საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, ასეთი კომენტარები არ მიკვირს“, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელევიზიების ანგარიშებზე დადებულ ინკასოს საკითხს. მისი თქმით, ქვეყანაში მედია პლურალიზმი უზრუნველყოფილია. „იმ დესტრუქციული ჯგუფების მხრიდან, რომლებიც წლების განმავლობაში ძალადობდნენ მედიაზე, საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, საერთაშორისო პარტნიორების შეფასების მიხედვით, გამოირჩეოდნენ მედიაზე ტერორით, ტელევიზიების დახურვით, ჟურნალისტების ცემით, ამ ადამიანებისგან, ასეთი ჯგუფებისგან ასეთი კომენტარები არ მიკვირს, თუმცა, არ ვაპირებ ასეთი დესტრუქციული ჯგუფების კომენტარებზე დამატებით კომენტარების გაკეთებას. ხელისუფლების ამოცანაა, რომ მედიაპლურალური გარემო იყოს უზრუნველყოფილი ქვეყანაში და მედია პლურალიზმი ამ მხრივ უზრუნველყოფილია. ჩვენი ამოცანაა ასევე, რომ ყველა მედიასაშუალების მიმართ მოპყრობა იყოს სამართლიანი, თანაბარი. რაც შეეხება კონკრეტული უწყების გადაწყვეტილებას, ეს არის მისი და კონკრეტული მედიის საკითხი, თუ რაზე შეთანხმდებიან. ეს უკვე კონკრეტული უწყების გადასაწყვეტია, რომ სამართლიანი და თანაბარი პირობები რეალურად განხორციელდეს, დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“ ანგარიშებს ინსკასო დაადო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)