|
2015-07-25 12:34:26, 507 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ელმარ ბროკი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო. განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მიერ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა დაეთმო. ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს აღნიშნულ ფაქტი და საქართველოს მიმართ თავიანთ მხარდაჭერას გამოხატეს. ელმარ ბროკის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში იგი გეგმავს მოინახულოს ის საზღვრისპირა სოფლები, სადაც ფირნიშებია აღმართული და სურს ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას. შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის შესახებ და ყურადღება ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გაამახვილეს. საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსაც შეეხო. როგორც ელმარ ბროკმა აღნიშნა, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. გიორგი მარგველაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების, ისე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ესწრებოდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში ევროპარლამენტის ყველა ძირითადი პარტიის – "ევროპის სახალხო პარტიის", "სოციალ დემოკრატთა პროგრესული ალიანსის", "ლიბერალ დემოკრატთა ალანსის", "ევროპულ კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის" წარმომადგენლები შედიან.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)