|
2019-12-25 16:37:22, 2083 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: ეს არის საქართველოს ინტერესების ფუნდამენტურად დამაზიანებელი მავნებლობა
„ვიტყოდი, რომ ეს არის დიდი სიბრიყვე, მაგრამ, სამწუხაროდ, სიბრიყვის მიღმა, ეს არის საქართველოს ინტერესების ფუნდამენტურად დამაზიანებელი მავნებლობა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადება იგივეა, რაც საქართველოსა და კახეთს ან საქართველოსა და გურიას შორის საზღვარზე ილაპარაკო. „მე მინდა მას შევახსენო, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან საქართველოს საზღვარი არ აქვს და ზუსტად იმის გამო, რომ საქართველოს საზღვარი არ აქვს აფხაზეთთან და ცხინვალთან, ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს არის ცხინვალის ციხეში. მე მაინტერესებს, რომელი კონტექსტის არცოდნით შეიძლება გამართლდეს ის, რაც ამ ქვეყანაში იცის ნებისმიერმა პირველკლასელმა ბავშვმა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს ნაწილი, ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანი არიან ჩვენი მეზობლები. როგორ შეიძლება ილაპარაკო შენს ნაწილთან საზღვარზე. ეს იგივეა ილაპარაკო საქართველოსა და კახეთს ან საქართველოსა და გურიას შორის საზღვარზე. რომელი კონტექსტით, ან რომელი ფრანგულით, ან რომელი საკითხის არცოდნით შეიძლება გამართლდეს ასეთი რამ. რითი შეიძლება გამართლდეს, როდესაც ერთ სიბრტყეზე აყენებ საოკუპაციო ხაზს, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოში არავის მიერ რუსეთის გარდა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს შენს მეზობელ სახელმწიფოებთან სომხეთთან და აზერბაიჯანთან. აი, ამ ორი ცნების გაიგივება ფრანგულიდან თარგმნით აიხსნება, არასრულყოფილი ქართულით აიხსნება? ვიტყოდი, რომ ეს არის დიდი სიბრიყვე, მაგრამ, სამწუხაროდ, სიბრიყვის მიღმა, ეს არის საქართველოს ინტერესების ფუნდამენტურად დამაზიანებელი მავნებლობა, იმიტომ, რომ რუსეთს დღემდე აქვს ორი არგუმენტი, როდესაც ის მუშაობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის მსოფლიოში. არგუმენტი პირველი: მსოფლიომ უნდა აღიაროს აფხაზეთი და ოსეთი, იმიტომ, რომ ქართველებმა დაიწყეს ომი, ქართველები არიან აგრესორები და მათ გვერდში უნდა დავუდგეთ, როგორც მსხვერპლს. ეს არის ის, რაც საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ საქართველომ დაიწყო ომი. რუსული არგუმენტი ნომერი ორი: რა მნიშვნელობა აქვს, რა წერია ფურცელზე, რაღა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სამართალს. არსებობს დე-ფაქტო რეალობა და ამ რეალობაში აფხაზეთი და ოსეთი არიან დამოუკიდებლები და საქართველოს მეზობლები, ისე, როგორც სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. ეს არის ზუსტად ის, რაც გუშინ ფაქტობრივად განაცხადა ქალბატონმა ზურაბიშვილმა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა, რომ „ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს როგორც პრობლემური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)