|
2019-12-25 15:47:23, 1412 ნახვა
საზოგადოება
ლამინატი - იაფი, ეკოლოგიური და ხარისხიანი მასალა იატაკის მოპირკეთებისათვის
დღეს ბაზარზე იატაკის მოსაპირკეთებელი მასალის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, მათ შორის ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი მასალა-ლამინირებული იატაკია. ლამინატის გამოყენებით შესაძლებელია მიიღოთ როგორც ხარისხიანი, ასევე ვიზუალურად ლამაზი იატაკი ზედმეტი დანახარჯის გარეშე. ეფექტური შედეგის მისაღებად აუცილებელია იცოდეთ მასალის სწორად შერჩევა. რჩევისთვის ჩვენ ჰიპერმარკეტების ქსელის „გორგიას“ სპეციალისტს მივმართეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ლამინატი წარმოადგენს იატაკის ფილას, რომელიც შედგება 4 ფენისგან:
ლამინატის მთავარი დადებითი მხარე მისი პრაქტიკულობაა მონტაჟისა და ექსპლუატაციის დროს. მისი მონტაჟი საკმაოდ მარტივი და სწრაფია და არ საჭიროებს რაიმე სახის განსაკუთრებულ ცოდნას. მომხმარებელს თავადაც შეუძლია იატაკის დაგება. ლამინატი გამოყენება შესაძლებელია როგორც საცხოვრებელ სახლებში, ასევე კომერციულ ფართებში, მისი მოვლა და წმენდა საკმაოდ მარტივია. ლამინატის სახეობები განსხვავდება კლასისა და სისქის მიხედვით. არსებობს 6, 7, 8, 8.3, 10, 10.3 და 12მმ სისქის ლამინირებული იატაკი. თუ იატაკის ზედაპირი არის იდეალურად სწორი და არაა ნესტიანი ადგილი, ნებისმიერი სისქის ლამინირებული იატაკის დაგებაა შესაძლებელი, მაგრამ თუ იატაკის ზედაპირი არაა იდეალურად სწორი მაშინ აუცილებელია ლამინირებული იატაკის სისქე იყოს 10მმ,11მმ,12მმ სისქის. რაც შეეხება ლამინატის კლასს: ლამინატის რამოდენიმე კლასი გამოიყოფა, რომელიც მისი გამძლეობის შესაბამისად განისაზღვრება. არსებობს 31, 32, 33 და 34 კლასის ლამინატი:
ასევე არსებობს ნესტგამძლე ლამინატები, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეიძლება აბაზანასა და სამზარეულოში. „გორგიაში“ წარმოდგენილია ლამინირებული იატაკის მრავალფეროვანი არჩევანი. ქსელში 200 ზე მეტი დასახელების ლამინატი საუკეთესო ფასად - 13,50 ლარიდან დაგხვვდებათ. ასევე „გორგიაში“ შეიძენთ ექსკლუზიური ბრენდის ლამინატებს, რომლებიც მხოლოდ გორგიაშია წარმოდგენილი. ესენია გერმანული ბრენდის „ეგერის“ ლამინატი, რომლის ფასიც იწყება 18 ლარიდან, ასევე თურქული წარმოების „ილდიზის“ ბრენდის ლამინატი, რომლის ფასიც იწყება 15,50 ლარიდან. ორივე ბრენდის ლამინატი არის ნესტგამძლე, მათი შემადგენლობის 90% ნატურალური ხეა. „ეგერისა“ და „ილდიზის“ სისქე 6 დან 12 მმ მდეა და მიეკუთვნება 31, 32 და 33 კლასს. ხარისხიანი და ხელისაწვდომი პროდუქციის გარდა, „გორგიას“ ყველა ფილიალში მიიღებთ პროფესიონალურ რჩევეებს ჩვენი კომპეტენტური პერსონალისგან.
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|







ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)