|
2019-12-25 15:38:21, 2051 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: შეუძლებელია შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი - მისი მწყემსობით, ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული
„შეუძლებელია, შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე, მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო წირვა ჩატარდა. პრემიერმა კათოლიკოს-პატრიარქს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა. „დღეს საქართველო და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი უწმინდესის აღსაყდრების 42-ე წელს. 42 წლის წინ, როდესაც სვეტიცხოველში მოხდა პატრიარქის ინტრონიზაცია, მას შემდგომ ყველა წელი იყო უმძიმესი და მისი უწმინდესობის მწყემსობით ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული. ჩვენ შეუძლებელია, გადავაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე, შეუძლებელია, შევაფასოთ მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და შეუძლებელია, შევაფასოთ მისი ღვაწლი ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. პატრიარქი არის ჩვენი მწყემსი და რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის სახელით, მე ვულოცავ მას ამ დიდ დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, მართლმადიდებელ სამყაროს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბევრი, ბევრი ხანი, კიდევ ბევრი წელი მწყემსოს ჩვენი საქართველო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, პრემიერი საზეიმო წირვას „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად დაესწრო.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)