|
2015-07-25 12:29:10, 520 ნახვა
საზოგადოება
მარტოხელა პენსიონერების ნაწილს შეჩერებული საარსებო შემწეობები აღუდგება და აუნაზღაურდება
სოციალური დახმარების ახალ სისტემაში ცვლილებები შედის. ცვლილებები მარტოხელა პენსიონერებისთვის სოციალური დახმარების აღდგენასა და მათთვის ამ პერიოდის თანხების ანაზღაურებას ითვალისწინებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, ანალიზის შედეგად ახალ მეთოდოლოგიაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, რაც გამოსწორდება. სოფრომაძის თქმით, გამოვლინდა, რომ სისტემა, პირველ რიგში, მარტოხელა პენსიონერების გარკვეულ ნაწილს აზარალებს და პირებს, რომლებიც ამ დახმარებას იმსახურებენ, საარსებო შემწეობები აღუდგებათ. „სოციალური დახმარების ახალი სისტემა საპილოტე რეჟიმში ამუშავდა მაისში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა მუდმივი მონიტორინგი ახალ სისტემაზე და ანალიზის შედეგად დადგენილ იქნა, რომ სისტემა გარკვეულ კორექტირებას საჭიროებს. ახალი სისტემა ძირითადად ორიენტირებულია მრავალსულიან და ბავშვიან ოჯახებზე, რაც ჩვენი პარტნიორის, გაეროს ბავშვთა ფონდის ძირითადი რეკომენდაცია იყო. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ახალი სისტემა პირველ რიგში, მარტოხელა პენსიონერების რაღაც ნაწილს აზარალებს. იმისათვის რომ ეს თავიდან იქნას აცილებული, იდენტიფიცირებული იქნა პროგრამის სუსტი წერტილები და შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც განხილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე და დამტკიცების შემთხვევაში, 1 აგვისტოდან შევა ძალაში. ეს ცვლილება გულისხმობს, რომ გაიზრდება პენსიონერის შეფასების კრიტერიუმი, რაც საშუალებას მოგვცემს, აღვუდგინოთ დახმარება იმ პირებს, რომლებსაც ეს დახმარება დროებით შეუჩერდათ, პირებს, რომლებიც იმსახურებენ ამ დახმარებას და შეჩერებული ჰქონდათ დროებით ამ ხნის განმავლობაში. უფრო მეტიც, სახელმწიფო აუნაზღაურებს მარტოხელა პენსიონერებს იმ თვეების თანხებს, რა პერიოდშიც მათ საარსებო შემწეობის მიღება შეჩერებული ჰქონდათ“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)