|
2019-12-25 13:20:14, 2309 ნახვა
კომენტარი
ანატოლი ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე: ადამიანმა, რომელიც კანონს არღვევს, პასუხი უნდა აგოს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1 წლით და 9 თვით პატიმრობის მისჯა ადეკვატურ განაჩენად აფასებს. „ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ხისტი ან სასტიკია. სულაც არა. ადამიანმა, რომელიც კანონს არღვევს, პასუხი უნდა აგოს. თანაც, თუ ამას განზრახ აკეთებ, ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ერთადერთი, რაც სინანულს იწვევს, ის არის, რომ ამ სიტუაციის პოლიტიზაცია ხდება“, - განაცხადა ბიბილოვმა. მისი თქმით, დასავლელი და ქართველი პოლიტიკოსები ქართველი მხარის მიერ საერთაშორისო სასამართლის ნორმების დარღვევაზე არ რეაგირებენ. „სრულიად უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის შელახვით, ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პოსტი დადგა. სამწუხაროდ, ამას არავინ აქცევს ყურადღება, იმ ადამიანის საქციელიდან კი, რომელმაც გააზრებულად ჩაიდინა დანაშაული, პოლიტიკას აკეთებენ“, - განაცხადა დე ფაქტო ლიდერმა. შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ უკანონო საზღვრის კვეთისთვის ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა. მომხდარს ევროკავშირი, ამერიკის საელჩო, გერმანიის ელჩი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი და სადამკვირვებლო მისიაც გამოეხმაურნენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)