|
2019-12-25 11:08:29, 5761 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში თურქმა კოლეგამ ჰულუსი აკარმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ჰულუსი აკარს თურქეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თურქეთის როლი ხაზგასმით აღნიშნა. მან თურქულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. მხარეებმა თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების გზებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში თურქეთის ჩართულობაზე და აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა თურქულ მხარესთან გაფართოებული შეხვედრა გამართეს, სადაც თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ლოჯისტიკური მხარდაჭერის შესახებ შეთანხმება თურქეთის მხრიდან თავდაცვის სამინისტროსთვის 100 მილიონი თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი მუზეუმი დაათვალიერა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)