|
2019-12-24 13:21:21, 1878 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სხვადასხვანაირად თარგმნეს, რაც აშკარა მიკერძოებაზე მიანიშნებს
„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სხვადასხვანაირად თარგმნეს, რაც აშკარა მიკერძოებაზე მიანიშნებს“, - ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რეალურად, მხარდამჭერი განცხადებაა, ხოლო მოწოდება, რომ სასამართლოს და პროკურატურის შემდგომი დამოუკიდებლობისთვის ძალისხმევა გაძლიერდეს, კრიტიკა არ არის. „არამარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, არამედ სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ არის აშკარა მიკერძოება. ეს განცხადება მარტივად ითარგმნება და მარტივად განიმარტება. ამ განცხადებას სულ სხვადასხვანაირად თარგმნიან, სიტყვებს ამატებენ და აკლებენ. ამ განცხადებაში ორი ძირითადი საკითხია გამოყოფილი. პირველი ეს არის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, ხედავთ, რომ ამაზეა გაკეთებული ძირითადი აქცენტი. პოლიტიკურ პროკურატურასა და პოლიტიკურ სასამართლოზე აქ არ არის საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ უნდა გააძლიეროს საქართველომ ძალისხმევა, რათა პროკურატურა და სასამართლო მიკერძოებული არ იყოს. არც იმაზეა საუბარი, რომ დღესაა მიკერძოებული რომელიმე მათგანი და არც რაიმე დაჟინებულ მოთხოვნაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ოპონენტებს შეუძლია ამ განცხადების თარგმნა, მაგრამ სხვანაირად წარმოაჩენენ. ვისაც ამ განცხადების კითხვა შეუძლია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს განცხადება, რეალურად, მხარდამჭერი განცხადებაა. რაც შეეხება სასამართლოს და პროკურატურის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებას, ამაზე ჩვენ მთელი ეს პერიოდია ვსაუბრობთ და ამისთვის განხორციელდა მათ შორის, სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღა. მოწოდება, რომ სასამართლოს და პროკურატურის შემდგომი დამოუკიდებლობისთვის ძალისხმევა გაძლიერდეს, კრიტიკა არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლების განმტკიცებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულების, პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)