|
2019-12-24 12:27:51, 1516 ნახვა
კომენტარი
ადამ ერელი - სამომავლო კურსის დაგეგმვისას საქართველოს შეუძლია იქონიოს, სულ მცირე, 1 უცვლელი ფაქტორის იმედი - ეს არის აშშ-ს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა
„სამომავლო კურსის დაგეგმვისას საქართველოს შეუძლია იქონიოს, სულ მცირე, 1 უცვლელი ფაქტორის იმედი - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა“, - ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატი ჯ. ადამ ერელი ,, ვაშინგტონ თაიმსთან“ საუბრობს. მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველო ცდილობს გზის გაკვლევას ბევრი გამოწვევის მორევში, რომლებიც დაკავშირებულია მიზანმიმართულ რუსეთთან, გონებაგაფანტულ ევროპასა და მღელვარე გლობალურ ეკონომიკასთან, მოთხოვნა გაბედულ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე და პოლიტიკურ გამჭრიახობაზე ძალიან გაიზრდება. ,,სამომავლო კურსის დაგეგმვისას საქართველოს შეუძლია იქონიოს, სულ მცირე, 1 უცვლელი ფაქტორის იმედი - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. 23 ოქტომბერს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი , რომელშიც კიდევ ერთხელაა დადასტურებული ამერიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა, აღიარებულია ქვეყნის ურყევი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი და დაგმობილია რუსული აგრესია. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის და იმ დროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვიზიტების გარდა, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელშიც აღიარებულია, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. კანონპროექტი ასევე კრძალავს ფინანსურ დახმარებას ყველა ქვეყნისთვის, რომელიც აღიარებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას. მაშინ, როცა საქართველო ცდილობს გზის გაკვლევას ბევრი გამოწვევის მორევში, რომლებიც დაკავშირებულია მიზანმიმართულ რუსეთთან, გონებაგაფანტულ ევროპასა და მღელვარე გლობალურ ეკონომიკასთან, მოთხოვნა გაბედულ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე და პოლიტიკურ გამჭრიახობაზე ძალიან გაიზრდება“,- ნათქვამია სტატიაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)