|
2019-12-24 11:15:17, 1469 ნახვა
კომენტარი
ადამ ერელი: გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით, რომლებიც ხელს უწყობენ არასტაბილურობას, აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში
„გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების დაბრკოლებას და ხელს უწყობენ არასტაბილურობას, აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში“, - ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატი ჯ. ადამ ერელი „ვაშინგტონ თაიმსთან“ საუბრობს. მისი თქმით, ასეთმა ძალებმა ყური უნდა უგდონ სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესს და თავი შეიკავონ ძალადობრივი დემონსტრაციებისგან „რუსეთის სამხედრო ძალები და მათი მარიონეტები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. რუსი ტურისტების წვლილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ფულადი გზავნილების თვალსაზრისით, რუსეთი საქართველოს მე-2 უმსხვილესი წყაროა. გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების დაბრკოლებას და ხელს უწყობენ არასტაბილურობას, აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში. მნიშვნელოვანია, რომ ხსენებულმა ძალებმა ყური უგდონ სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესს და თავი შეიკავონ ძალადობრივი დემონსტრაციებისგან“, - ნათქვამია სტატიაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)