|
2019-12-23 16:18:03, 1763 ნახვა
კომენტარი
მამა ანდრია სარია: პრეზიდენტმა იცის საპატრიარქოს დამოკიდებულება მამა გიორგისადმი, ამიტომაც დეკანოზს არ იწყალებს
„პრეზიდენტმა იცის საპატრიარქოს დამოკიდებულება მამა გიორგისადმი, ამიტომაც არ იწყალებს დეკანოზს“,- ამის შესახებ მღვდელმონაზონმა, მამა ანდრია სარიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპატრიარქო მამა გიორგის დამნაშავედ მიიჩნევს და არ სურს მისი შეწყალება. "არაოფიციალური განწყობა, მანამდე ოფიციალური განწყობა, მამა გიორგისადმი შეწყალების სურვილი იყო 0. შესაბამისად, დღესაც, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს, მე ვფიქრობ მან იცის საპატრიარქოს შიდა დამოკიდებულება მამა გიორგისადმი, რომ მას მიიჩნევენ დამნაშავედ, მას მიიჩნევენ კანონიერად დასჯილად. შესაბამისად, მათი მონდომება არის ძალიან სუსტი. არ აქვთ სურვილი მამა გიორგის შეწყალებისა,"- განაცხადა მამა ანდრია სარიამ. შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მამალაძე 20017 წლის 5 სექტემბერს დააკავეს, მას ბრალად პატრიარქ ილია II-ის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილი მკვლელობის მომზადება ედებოდა. დეკანოზს სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ცნობისთვის, საპატრიარქომ პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა იგი ამ დრომდე არ შეუწყალებიათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)