|
2019-12-23 10:21:43, 859 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი მერძევეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რძის ადგილობრივ მწარმოებლებსა და გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და რძის სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, სამინისტრომ შეასრულოს მედიატორის როლი რძის პირველად მწარმოებლებსა და გადამმუშავებლებს შორის, რათა არსებული გამოწვევები დროულად და ეფექტიანად გადაიჭრას. „სამინისტრო აქტიურად მუშაობს რძის სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ როგორც რძის პირველად მწარმოებლებთან, ასევე გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებთან, რათა დარგის განვითარების პოლიტიკის ნაწილში, მათი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაციის ასახვა მოხდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე, რძის სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, რომლის მიხედვით 2020 წლის პირველი იანვრიდან, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებულად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას. სახელმწიფო კონტროლი არ გავრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ოჯახური წარმოებას ეწევიან და მცირე რაოდენობით ახორციელებს სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სურსათის უვნებლობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფას, მომხმარებლის ინტერესების და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე მერძევეობის სექტორის განვითარებას და კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, რძის პირველადი მწარმოებლები, გადამმუშავებელი სექტორის და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები.
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)