18:51 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 18:31:04, 1352 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში დასასვენებელი სივრცე გაიხსნა

ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის N68-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე მოეწყო, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სიცოცხლის სკვერის სახელი მიენიჭა.

აღნიშნული სკვერის მოწყობის სამუშაოები საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროექტით განხორციელდა და ის ომში დაღუპული ქალბატონების ხსოვნის პატივსაცემად გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი ფილებით მოპირკეთდა, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო გასართობი ზონა და საპარკე ავეჯი. ასევე, დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა.

დასასვენებელი სივრცის გახსნას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი ვოლსკი და რიმა ბერაძე, აფხაზეთის მთავრობისა და უზენაესი საბჭოს წევრები, ასევე, სოხუმის თეატრის და GIPA-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩუღურეთის რაიონში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, GIPA-ს პროექტით რეკრეაციული სივრცე მოვაწყვეთ, რომელსაც სიმბოლური დატვირთვაც ექნება. ომში დაღუპული ქალების ხსოვნის პატივსაცემად, სკვერის ტერიტორიაზე ტალღების ფორმის ნარინჯისფერი უსაფრთხოების მოაჯირები განთავსდა. დასასვენებელი სივრცე თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა და უკვე ყველა თაობის ადამიანისთვის საყვარელი ადგილი გახდა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოები, რომლის ღირებულება 77 000 ლარია, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბამ“ შეასრულა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics