|
2019-12-20 15:57:45, 1303 ნახვა
კომენტარი
ალექსანდრე ქანთარია - ახლა რომ სკოლებში გამოკითხვა ჩავატაროთ რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია?
„ახლა რომ გამოკითხვა ჩავატაროთ რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია კავკასიის მთების შვილი?“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე. დეპუტატი ასევე დაინტერესდა იმ პროცესებით, რომლებიც კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფასთან დაკავშირებით მიდის. „როგორ განაწილდება და გაიხარჯება ბიუჯეტში კულტურის სფეროსთვის დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი, იქნებ კონკრეტულად ითქვას ამაზე, აქ მუზეუმები და თეატრებია და როგორ გამოდის, როგორ არის განაწილებული ეს თანხა? ასევე, რას ეტყვით უმაღლესი სახელოვნებო განათლების პროფესორ-მასწავლებლებს რა სტიმული შეიძლება იყოს მათთვის, სახელფასო გაუმჯობესება მაქვს მხედველობაში. მინდა დავამძიმო ეს ტრაგიზმით სავსე დღეები, მხოლოდ თქვენი აზრი მინდა გვითხრათ. ჩვენმა თაობამ, ვინც იმ ქვეყანაში ვსწავლობდით, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, ვიცით, სკოლებში ხდებოდა მერხების მტვრევაც, ფანჯრების მტვრევაც, კედლების დაზიანება, აყალმაყალიც, შფოთიც, მაგრამ მე არ მახსენდება რომ სკოლას პოლიცია გამოეძახებინა და ეს ყოველთვის გვარდებოდა ხოლმე შიდა სფეროში, ჩვენ და ჩვენ თანატოლებს, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ წარმონაქმნში ვცხოვრობდით, ყველას გვეამაყებოდა, რომ საქართველოში დავიბადეთ. რა გეგმა გაქვთ ეროვნული ცნობიერების გაღვივების კუთხით რა გეგმაა სასკოლო სივრცეში ხელოვნების, სულიერების, რწმენის გაძლიერების კუთხით? ახლა რომ გამოკითხვა ჩავატაროთ რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია კავკასიის მთების შვილი? ეს ის პრობლემებია, რომელზეც ძალიან სიღრმისეულად არის საფიქრელი და თქვენი აზრი იქნება საინტერესო", - მიმართა ალექსანდრე ქანთარიამ მიხეილ ჩხენკელს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)