|
2019-12-20 11:37:45, 1206 ნახვა
კომენტარი
პრემიერის მრჩეველი - 1 კვირაში სამინისტროები სისტემაში არსებულ პირველი რიგის პრობლემებს და მათი გადაჭრის გეგმას წარმოადგენენ
სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ერთი კვირის ვადაში სამინისტროები წარმოადგენენ სისტემაში არსებულ პირველი რიგის პრობლემებს და მათი გადაჭრის დროში გაწერილ გეგმას საჭირო რესურსების მითითებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლელა აქიაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომელთა მიმართულებითაც მუშაობა გაგრძელდება. "შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რასაც ყველა მხარე დაეთანხმა - პირველი, რესურსების პრიორიტეტული გამოყოფის აუცილებლობა ყველა უწყებაში ბავშვებთან მომუშავე თანამშრომელთა მუდმივი, განგრძობადი და სისტემური კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. ასევე, განათლების სამინისტროს მიერ ადრეული რისკების იდენტიფიცირებისა და ბავშვის ინდივიდუალურ საჭორიებაზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბავშვზე მორგებული სპეციალიზებული დანაყოფების შექმნა. მშობლებისათვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე ზრდა და უწყებათაშორისი კოორდინაციის აუცილებლობა იმისათვის, რომ ბავშვს მიეწოდოს განგრძობადი და სრულყოფილი რეფერირების სერვისები“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდა, მინისტრების მოადგილეები, ექსპერტები, ფსიქოლოგები და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)