16:28 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 15:44:51, 1098 ნახვა

საზოგადოება
მთავრობამ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

სტრატეგია შემუშავებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ჩართულობით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO)  აქტიური თანამშრომლობითა და მხარდაჭერით.

სტრატეგიის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყო დაინტერესებულ პირთა ჩართულობა. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ჩატარდა რამდენიმე საჯარო განხილვა, მათ შორის რეგიონებშიც. საჯარო განხილვებში მონაწილეობას იღებდნენ პრაქტიკოსი ფერმერები, მეწარმეები, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.  

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია შეიქმნა არსებული სტრატეგიების ანალიზის, განხორციელებული პროგრამების/ რეფორმების შედეგების და ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე.  სტრატეგიაში გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები და  სექტორული თუ მულტისექტორული განვითარების მიმართულებები, რომლებიც კავშირშია სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებასთან.

უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილია მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ევროპის სამეზობლო პროგრამის - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD IV) ფარგლებში, საბიუჯეტო დახმარების გამოყოფის შესახებ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა გამოყენებული იქნება მოლაპარაკებების პროცესში საბიუჯეტო დახმარების ტრანშების ჩამორიცხვის წინაპირობების დასადგენად.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics