|
2019-12-19 13:21:15, 1437 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი 15 წლის მოზარდის საქმეზე: არ შეიძლება, ყველა პოლიციელის მტრად შერაცხვა, ამან შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს
„მე მესმის, რომ პოლიტიკური ინტერესები აქვს ვიღაცას, მაგრამ არ შეიძლება, ყველა პოლიციელის მტრად შერაცხვა, რამაც ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე შედეგები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გადაცდომების არსებობის შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება. „თავისთავად ცხადია, რომ დამნაშავე დაისჯება, ვინც არ უნდა იყოს ის. მე მესმის, რომ პოლიტიკური ინტერესები აქვს ვიღაცას, მაგრამ არ შეიძლება, ყველა პოლიციელის მტრად შერაცხვა, რამაც ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე შედეგები. რა თქმა უნდა, არის გადაცდომები, ზოგადად ვამბობ და არა ამ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში, და ამ გადაცდომებზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)