|
2019-12-18 16:23:39, 1865 ნახვა
კომენტარი
კუხიანიძე უმრავლესობიდან გარიცხვაზე: პატივს ვცემ გუნდის გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო
„მე პატივს ვცემ უმრავლესობის ნებას და ვაგრძელებ ჩემს ცხოვრებას“, - ასე ეხმაურება საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე მისი უმრავლესობიდან გარიცხვის ფაქტს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მისი და უმრავლესობის პოლიტიკური გზები გაიყო, თუმცა ფრაქციის წევრები ყოველთვის მის მეგობრებად დარჩებიან. „ისინი რჩებიან ჩემს მეგობრებად ყოველთვის. არასოდეს მე არ ვიკადრებ იმას, რასაც ზოგიერთი პარტიიდან წასულები კადრულობენ მათსავე წინააღმდეგ. მე ვამბობ, რომ როგორც სჩანს, ამ ეტაპზე ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო. მე არავის არ ვადანაშაულებ არავითარ შემთხვევაში. მათ მიაჩნიათ, რომ ჩემი საქციელი აზარალებს გუნდს და ეს არის მათი ნება. მე პატივს ვცემ მათ ნებას და ვაგრძელებ ჩემს ცხოვრებას“, - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ. შეგახსენებთ, ერეკლე კუხიანიძემ რამდენიმე დღის წინ ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს "პროვოკატორები" უწოდა შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში საკრებულოს შენობაში ხმაური და დაპირისპირება იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდნენ. მოგვიანებით, აქტივისტებს კაბინეტი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დაპირისირების დროს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ფრაქცია „ქართულ ოცნებამ“ დღეს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები დაატოვებინა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)