|
2019-12-17 13:59:24, 1601 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა
გალტ & თაგარტმა თბილისის უძრავი ქონების შესახებ კვლევა მოამზადა, რომელშიც გაანალიზებულია საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები. კვლევის მიხედვით ბოლო წლების სწრაფი განვითარების მიუხედავად, თბილისში კვლავ ძველი შენობები ჭარბობს. ამასთან, სექტორის ძლიერი ზრდის პოტენციალზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ თბილისში თანამედროვე სტანდარტებით საცხოვრებელი, სავაჭრო და საოფისე უძრავი ქონების მხოლოდ 25%-მდეა აშენებული. გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები სტაბილურია აშშ დოლარში და ბაზრის გადახურების ნიშნები არ იკვეთება. ამასთან, ბოლო პერიოდში მიღებული სამშენებლო რეგულაციები აქტიურ მშენებლობას ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში გადატანას უბიძგებს, ხოლო ფასების ზრდას გალტ & თაგარტის შეფასებით ძირითადად ცენტრალურ უბნებში გამოიწვევს. ამასთან, ბინების მოთხოვნაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები ჯანსაღია (მზარდი ურბანიზაცია, შინამეურნეობის ზომის შემცირება და ა.შ.), რაც მომავალში ბინების გაყიდვების სტაბილურ ზრდას შეუწყობს ხელს. კვლევის თანახმად, თანამედროვე ოფისები თბილისში მთლიანი სივრცის მხოლოდ 22%-ს შეადგენს. ასეთი მცირე მიწოდების პირობებში იჯარის ფასები მაღალია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს ახალი თანამედროვე ოფისები დაემატება, რაც გალტ & თაგარტის შეფასებით ფასებზეც აისახება. თბილისში თანამედროვე სავაჭრო ცენტრები ბოლო წლებში სწრაფად განვითარდა. ამასთან, მოკლევადიან პერიოდში სავაჭრო ცენტრების შემდგომი გაფართოების აუცილებლობა არ იკვეთება, თუმცა მათი დომინირება მომავალში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ სხვა ქალაქებისგან განსხვავებით თბილისში ქუჩის საცალო მაღაზიები (street retail) რითეილერებისთვის არამიმზიდველია და გამონაკლისს მხოლოდ რუსთაველის გამზირი წარმოადგენს. გალტ & თაგარტის მიხედვით, მაღალი კლასის სასტუმროების სეგმენტში დაგეგმილი პროექტები ჭარბი მიწოდების რისკებს შეიცავს მოკლევადიან პერიოდში და მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვის აუციებლობას უსვამს ხაზს. რაც შეეხება ბიუჯეტურ სეგმენტს, ის მთლიანად Airbnb-ს აქვს დაკავებული. „ღონისძიების მთავარი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან მოცემული სექტორის აქტიური მონაწილეები - კერძო სექტორი და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, რათა მოხდეს სექტორში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა, დისკუსიის გამართვა. გვსურდა მოწვეული სტუმრებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია თუ როგორ ვითარდება და რა პერსპექტივები არსებობს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე“,- განაცხადა „გალტ & თაგარტი“-ს კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)