|
2019-12-16 19:37:34, 2358 ნახვა
კომენტარი
ბექა კვიციანი: ახალ, დამატებით შეკითხვებზე გამოძიებამ გიგა ბოკერიასგან პასუხები ვერ მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დაკითხვის შემდეგ გამომძიებელმა ბექა კვიციანმა განაცხადა, რომ არაერთი დამატებითი კითხვის მიუხედავად, გამოძიებამ პასუხები ვერ მიიღო. „საქმისთვის მინიჭებული გრიფის გამო კითხვებსა და მათ შინაარსზე ვერაფერს მოგახსენებთ. უამრავი კითხვა ჰქონდა გამოძიებას გიგა ბოკერიას მიმართ, თუმცა, სამწუხაროდ, მისგან კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ, რადგან მან ზოგადი ფრაზებით ისაუბრა“, -განაცხადა კვიციანმა. გამომძიებელმა ასევე განმარტა, რომ რადგან ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე გიგა ბოკერია ერთხელ უკვე იყო გამოკითხული, მას გამოძიებამ ახალი კითხვები დაუსვა, რადგან დამატებითი დაკითხვისას ძველი გამოკითხვის დროს არსებული შეკითხვები არ მეორდება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)