|
2019-12-16 19:18:27, 2194 ნახვა
კომენტარი
პროკურორი: „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გვარამიას და დამენიას ქმედებით, ტელეკომპანიამ ზიანი განიცადა
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მხარეებს ავალდებულებს, რომ მათ წარადგინონ კონკრეტული დოკუმენტები, გამოკითხვის ოქმები, რომლითაც ისინი დაასაბუთებენ რა ფაქტთან დაკავშირებით, რა დოკუმენტთან დაკავშირებით სურთ ამა თუ იმ მოწმის დაკითხვა. „ზოგადად პროცესი არ მიმდინარეობს ვარაუდებთან დაკავშირებით, უნდა იყოს ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც დაეყრდნობა სასამართლო. ჩვენი არგუმენტი არის სწორედ ეს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არის დარღვეული, როდესაც დაცვის მხარე აპელირებს სხვადასხვა პირების დაკითხვაზე. თუ ვინმე გარკვეულ ინფორმაციას ფლობს ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ნებისმიერი პირის დაკითხვა არის ბრალდების მხარისთვის საინტერესო, უბრალოდ, აქ არის ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი გარემოება, უნდა წარმოადგინოს კონკრეტულმა მხარემ დოკუმენტაცია, ოფიციალური მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ შეგვეძლება ვივარაუდოთ, რომ ესა თუ ის პირი ფლობს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციას“,- განაცხადა პროკურორმა. მან აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარეს გამოტანილი აქვს დადგენილება და დაზარალებულად ცნობილია „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2“. „აღნიშნული დადგენილება გაეცნო „რუსთავი2-ის“ წარმომადგენელს , კონკრეტულმა პირმა წაიკითხა დადგენილება, გაეცნო ასევე სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაზარალებულის წარმომადგენელმა თავი ცნო დაზარალებულად და განაცხადა, რომ ნამდვილად, ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას ქმედებით „რუსთავი2“-მა განიცადა ზიანი“,- განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)