|
2019-12-16 14:41:50, 2075 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ვმუშაობთ, რომ 2020 წელს ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყოს ორი მთავარი ფაქტორით - ინვესტიციები და ექსპორტის განვითარება
„დღეს ჩვენი ეკონომიკური ზრდა, პირველ რიგში, განპირობებულია მაღალი ექსპორტით. ჩვენი ამოცანაა, მომავალ 2020 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყოს ორი მთავარი ფაქტორით - ეს არის ინვესტიციები და ექსპორტის განვითარება. ბოლო სტატისტიკა, რაც გვაქვს უცხოური ინვესტიციების ნაწილში, ინვესტორების გაზრდილ ნდობაზე მიუთითებს, მაგრამ არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ინვესტიციები იმიტომ, რომ შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მან მედიასთან კომენტარი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა საზოგადოებას 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარუდგინა. თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, ერთი მხრივ, ახორციელებს მასშტაბურ პრივატიზაციას - ეს არის პროექტი „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს," რომელიც ძალიან წარმატებით ხორციელდება, პარალელურად, მომზადდა 2020-2021 წლების პროაქტიული სტრატეგია ინვესტორების მოსაზიდად. „ჩვენ კი არ ველოდოთ, სანამ ინვესტორი იპოვის საქართველოს რუკაზე, არამედ ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველომ მოინიშნოს ინვესტორების რუკაზე. ამისთვის გამოვკვეთეთ პრიორიტეტული სექტორები, მათ შორის არის ახალი მაღალტექნოლოგიური სექტორები, მაგალითად, ელექტრონული მოწყობილობებისა და ავტო და თვითმფრინავების ნაწილების წარმოება და ა.შ. პარალელურად, არის ტრადიციული სექტორებიც, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება - ეს არის მსუბუქი მრეწველობა, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, დეველოპმენტი, სასტუმროები, ენერგეტიკა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიზნობრივად, წარმატებით ვიმუშავებთ ამ სექტორებში ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია IFC-ის მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. ის ასახავს საქართველოს განვითარების იმ ეტაპზე ყოფნას, როდესაც შესაძლებელი ხდება ქვეყანაში უფრო მაღალტექნოლოგიური, ცოდნაზე დაფუძნებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა და მას როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)