|
2019-12-16 10:40:47, 2113 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: პარლამენტი ბოკერიასთან დაკავშირებულ გამოძიებას მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევს
„პარლამენტი მაქსიმალურად მიაქცევს ყურადღებას გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ გამოძიებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც არსებობს გარკვეული კითხვები, მას ყველა მოქალაქემ უნდა უპასუხოს, მათ შორის - პარლამენტის წევრმაც. გიგა ბოკერია არის პარლამენტის წევრი, ის არის ოპოზიციის წარმომადგენელი. ამიტომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აუცილებლად დავინტერესდები ამ საკითხით. პარლამენტი მაქსიმალურად მიაქცევს ყურადღებას მასთან დაკავშირებულ გამოძიებას. მეორეს მხრივ, როდესაც არის კითხვები, ისევე როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ ამ ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის პარლამენტის წევრმაც კი ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. შესაბამისად, ამას მე პოლიტიკურ დევნად ნამდვილად ვერ ჩავთვლი შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, დღეს პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზეა დაბარებული.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)