|
2019-12-14 18:25:45, 2512 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი: ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რათა დაუყოვნებლივ დასრულდეს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირი თუ მაღალი ტრიბუნა, მიღებულ იქნა მინისტერიალების ერთობლივი განცხადებები იმ მოწოდებით, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დაუყოვნებლივ დასრულდეს. „ ქვეყანა აგრძელებს საერთაშორის თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტ მობილიზებას. ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებასთან მუდმივად მქონდა კომუნიკაცია, ასევ ბატონი ვაჟას ოჯახთანაც და ყველამ კარგად იცის, რომ მაქსიმალურად არის ამოქმედებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირი თუ მაღალი ტრიბუნა, მინისტერიალების ერთობლივი განცხადებები იქნა მიღებული მოწოდებით, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს ბატონი ვაჟას უკანონო პატიმრობა“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა. მინისტრის თქმით, მიუხედავად გუშინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, ქვეყანა აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. „რა თქმა უნდა მოლოდინი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე გუშინ მქონდა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იყო ის, რომ ბატონი ვაჟა უნდა გათავისუფლებულიყო. სამწუხაროდ ეს არ მოხდა, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა მოგვცეს იმ განცდის საშუალება, რომ ჩვენ არ გავაგრძელოთ საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტად აქტიური ჩართულობა და ჩვენ ამას ვაკეთებთ გუშინდელი დღიდან, რომ გაძლიერდეს ზეწოლა , რათა ბატონი ვაჟა დროულად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)