16:08 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 12:17:00, 1900 ნახვა

საზოგადოება
„ან იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები“ - თბილისის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებს

თბილსის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძე ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორებს უწოდებს. ამის შესახებ ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!“, - წერს საკრებულოს წევრი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმმა მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics