|
2019-12-12 17:54:24, 2033 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესი სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას წაადგება
„ჩვენ მივიღეთ ზუსტად ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „მე მანამდეც ვთქვი, რომ არ იყო იდეალური კანდიდატების ნაწილის კვალიფიკაციური მახასიათებლები, რაც ჩვენ ვიხილეთ თუნდაც ინტერვიუების დროს პარლამენტში, თუმცა მთლიანობაში ჩვენ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მივიღეთ მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება. თქვენ გახსოვთ ე.წ. „კლანის სია“ , რომელიც იყო წარმოდგენილი შარშან დეკემბერში, რასთან დაკავშირებითაც იყო ვნებათაღელვა, მაშინ იყო 10 კანდიდატი წარმოდგენილი, თქვენ ნახეთ, რომ ამ 10 კანდიდატიდან მხოლოდ 3 დამტკიცდა დღეს 14-დან საქართველოს პარლამენტის მიერ. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ არის მაქსიმალურად დაბალანსებული ყველა კუთხით, გადაწყვეტილება, არავითარ კლანებზე აქ არ არის საუბარი, ჩვენ მივიღეთ ზუსტად ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)