|
2019-12-12 12:25:26, 1259 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატა
კრწანისის რაიონს სამი რეკრეაციული სივრცე შეემატა. მათგან ერთი ფონიჭალაში, სადგურის ქუჩის N57-ის მიმდებარედ, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, 4 000 კვ. მეტრზე მოეწყო, მეორე - გორგასლის ქუჩის N75-ის მიმდებარედ, ხოლო მესამე - ამავე ქუჩის N39-თან, ნაგავსაყრელად გამოყენებულ ტერიტორიაზე განთავსდა. გორგასლის ქუჩაზე მოწყობილი რეკრეაციული სივრცეების ჯამური ფართობი 1000 კვ. მეტრია. სამივე რეკრეაციულ სივრცეში დამონტაჟდა ტრენაჟორები, მოეწყო სარწყავი და გარე განათების სისტემები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები და მოსასვენებლი კუთხეები. გარდა ამისა, განთავსდა საბავშვო ზონები ატრაქციონებით და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო. ახალი რეკრეაციული სივრცეები „ბეგი არტ სტუდიის“ ხელმძღვანელმა და ბავშვებმა მოხატეს. „წლების განმავლობაში, ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდი სურვილი ჰქონდათ, ამ ადგილებში რეკრეაციული სივრცეები მოწყობილიყო, რადგან აღნიშნული ტერიტორიები, ზოგ შემთხვევაში ნაგავსაყრელად იყო ქცეული, ზოგ შემთხვევაში კი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას საერთოდ არ ჰქონდა დასასვენებელი კუთხე. თანამედროვე სტანდარტის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მეტი რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცე შევუქმნათ მოსახლეობას“, - აღნიშნა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ. კრწანისის რაიონის გამგეობამ, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რაიონში მოაწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარა 30 მწვანე სივრცეს, რომელიც ჯამში 3 ჰექტარზეა განთავსებული. ამისათვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 736 400 ლარი დაიხარჯა.
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)