|
2019-12-12 11:10:51, 1097 ნახვა
კომენტარი
ბესელია ოხანაშვილს: მე რომ აქ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი
„მე რომ აქ რეგლამენტს ვწერდი და ვმუშაობდი, შენ პარლამენტის გზებს ეძებდი სად იყო“, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს. დეპუტატებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბესელიამ განაცხადა, რომ კომიტეტის დღევანდელი სხდომა რეგლამენტის დარღვევით ჩაინიშნა. „მე ვაყენებ საკითხს, რომ დღეს კომიტეტის სხდომის გამართვა არის რეგლამენტის საწინააღმდეგო და კანონის უხეში დარღვევა. მოგიწოდებთ, განმარტოთ, რის საფუძველზე დაინიშნა საესიო დღეს კომიტეტი სხდომა, რატომ ვერ მოესწრო ეს თუნდაც წინა კვირას, როდესაც იყო საკომიტეტო მუშაობის დღე. რატომ დაინიშნა ბოლო სასესიო კვირას და რატომ მოხდა კანონის დარღვევით ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა“, - განაცხადა ბესელიამ. მას კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა და აღნიშნა, რომ სხდომა რეგლამენტის და კანონის დაცვით არის ჩანიშნული. „ჩვენ მიჩვეულები ვართ თქვენგან იმაზე მითითებას, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თითქოს პროცედურებს არღვევეს, თუმცა ვერცერთი ობიექტური დამკვირვებელი ჩვენ ამის შესახებ ვერ მიგვითითებს. პარლამენტის რეგლამენტის სრული დაცვით ჩაინიშნა კომიტეტის სხდომა 3 დღით ადრე, დღის წესრიგი დადებული იყო და თქვენს გარდა არავის გამოუთქვამს პრეტენზია. რაც შეეხება პლენარული სხდომების კვირაში კომიტეტის ჩატარების საკითხს, სწორედ რეგლამენტის შესაბამისად, ნებადართული პლენარული სხდომის კვირაში ნებისმიერ დროს საკითხის განხილვა თუკი ეს არ არის კანონპროექტი. გთხოვთ გაეცნოთ რეგლამენტის 34-ე მუხლს. თქვენი შეფასება არ მიკვირს, ეს თქვენი არჩევანია“, - მიმართა ოხანაშვილმა ბესელიას. საპასუხოდ, ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდა, პერსონალური შეფასებებისგან თავი შეეკავებინა და სამართლებრივი არგუმენტებით ესაუბრა. „მე ვსაუბრობ სამართლებრივ არგუმენტებზე ანრი, ამიტომ მოგიწოდებ, პერსონალურ შეფასებებს თავი დაანებე, თუ გინდა, რომ სხდომა ნორმალურად წარმართო. მე რომ აქ რეგლამენტს ვწერდი და ვმუშაობდი, შენ პარლამენტის გზებს ეძებდი სად იყო. ამიტომ თავი დავანებოთ ეხლა ვინ რა იცის და ვინ რას იცავდა. ეს ჩემი გაფრთხილებაა. იურიდიულ კომიტეტში ვილაპარაკოთ არგუმენტებზე და მიპასუხეთ სამართლებრივად“, - მიმართა ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს.
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)