|
2015-07-23 16:34:43, 463 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: თაღლითები დევნილებს ატყუებენ, რომ თბილისის ზღვაზე ბინებს თანხის სანაცვლოდ მიიღებენ
„თბილისში თაღლითები გააქტიურდნენ, რომლებიც დევნილებს ატყუებენ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ თბილისის ზღვაზე ბინების მიღებას სთავაზობენ“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. სუბარმა დევნილებს მსგავსი შეთავაზების შემთხვევაში მოუწოდა შინაგან საქმეთა და დევნილთა სამინისტროებს მიმართონ. „მას შედეგ, რაც პრემიერმა განცხადება გააკეთა, რომ ექვსასამდე დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა, თბილისში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ თაღლითები. ეს ადამიანები დევნილებს ატყუებენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუძლიათ ამ ბინების მიღება. ვაფრთხილებ ყველას, როგორც კი მსგავს წინადადებას მოისმენენ, გაქანდნენ შსს-ში ან ჩვენთან და მოგვაწოდონ ინფორმაცია. ეს არის ტყუილი. ვერავინ ვერ მიიღებს დადგენილი წესის ავლით ბინას, ვერც თაღლითობით, ვერც თანხით, ვერც აქციებით. არსებობს მკაფიოდ დადგენილი წესები, ბინა ყველას შეხვდება. უბრალოდ თანმიმდევრობა მკაფიოდ იქნება დაცული. ამას წყვეტს არა ჩვენი სამინისტრო, არამედ ძალიან ფართო კომისია, რომელშიც შედიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)