|
2019-12-11 15:36:34, 1220 ნახვა
საზოგადოება
გლდანის პატარა ტბის განვითარების სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრა გაიმართება
გლდანის პატარა ტბის განვითარების სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით, სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმის ფარგლებში, 14 დეკემბერს საჯარო შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა ევროპის საბჭოს დახმარებით ჩამოყალიბდა და მიზნად ისახავს რეკრეაციული სივრცეების განვითარების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფას. „თქვენ იცით, თუ რამდენად დიდ ყურადღებას უთმობს დედაქალაქის მერია რეკრეაციულ სივრცეებს, ეს იქნება არსებულის მოწესრიგება თუ ახალი დასასვენებელი სივრცეების შექმნა. სადაც ამის შესაძლებლობაა, მერიის შესაბამისი სამსახურები და გამგეობები მაქსიმალურად ცდილობენ, დედაქალაქის მასშტაბით, მეტი გამწვანებული და დასასვენებელი ადგილები შეიქმნას. ევროსაბჭოს დახმარებით ჩვენ ვიწყებთ საპილოტე პროექტის განხორციელებას. თქვენ იცით, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც მისასალმებელია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ დავაფუძნეთ სპეციალური პლატფორმა, სადაც სამოქალაქო ჩართულობის შესაძლებლობა იქნება. ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა და გამოხატოს თავისი მოსაზრებები სხვადასხვა ადგილების განვითარებაზე, შეუძლია ჩაერთოს. პირველ შეხვედრაზე განიხილება გლდანის ტბის სამომავლო განვითარების შესაძლებლობები. ეს შეხვედრა 14 დეკემბერს, 10:00 სთ-ზე, გლდანის პროფესიული განვითარების კოლეჯში გაიმართება. მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ამ პროცესებში ჩართვის სურვილი, ესენი შეიძლება იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ადგილობრივი მოსახლეობა. მობრძანდით, ჩაერთეთ და ერთად განვიხილოთ გლდანის ტბის განვითარების კონცეფცია. დარწმუნებული ვარ, განხილვაში მონაწილეობის ინტერესი ბევრს ექნება. რაც უფრო მეტი ადამიანი, მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება ჩართული, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება და დარწმუნებული ვარ, ამ ჩართულობის ინტერესი ბევრს ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)