|
2019-12-10 13:23:07, 1658 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი: სახალხო დამცველის ოფისი კომიტეტის არგუმენტების წინაშე უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა
„სახალხო დამცველის ოფისი ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა იმ არგუმენტების წინაშე, რაც წარადგინეს კომიტეტის წარმომადგენლებმა სასამართლოში“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ კომიტეტის წევრების მიერ წარდგენილი არგუმენტები სწორია. "სახალხო დამცველმა თავისი პოზიცია გამოხატა უკვე იმით, როდესაც შეიტანა სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა თუ ვინმემ მიადევნა თვალყური პროცესს, ძალიან უხერხულ სამართლებრივ სიტუაციაში აღმოჩნდა სახალხო დამცველის ოფისი იმ არგუმენტების წინაშე, რა არგუმენტებიც წარადგინეს კომიტეტის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში. ის სამართლებრივი არგუმენტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს არის აბსოლუტურად სამართლებრივად გამართული, კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული და შესაბამისად ჩვენი არგუმენტები არის სწორი," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)