|
2019-12-10 13:22:19, 1639 ნახვა
კომენტარი
ბესელია ომბუდსმენის ანგარიშზე: პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის საკითხი მძიმე ბრლადებაა
„პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხი, ეს არის ყველაზე მძიმე ბრალდება და წითელი ხაზები, რომელიც შემდგომ, დემოკრატიის კუთხით, ქვეყანას ძალიან მძიმე წარსულში დააბრუნებს“- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიან განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რადგან ეს პრობლემა სახალხლო დამცველის ანგარიშში მოხვდა დროულ რეაგირებას საჭიროებს. "საქართველოს ციხეებში არის პრობლემა და ამაზე ანგარიშში არის საუბარი. ომბუდსმენს აქვს განსაკუთრებული მანდატი, მას შეუძლია პენიტენციურ სისტემაში შევიდეს პირდაპირ და თავად ნახოს რა ხდება იქ. ეს პრობლემები რომ არსებობს, ამიტომაც ანგარიშში მოხვდა და ამას ძალიან სწრაფი რეაგირება სჭირდება. პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხი, ეს არის ყველაზე მძიმე ბრალდება და ეს არის წითელი ხაზები, რომელიც საერთოდ შემდგომ დემოკრატიის კუთხით ქვეყანას ძალიან მძიმე წარსულში დააბრუნებს. ამიტომ როდესაც ცალკეულ საქმეებზე არის წუხილი, რომ აქ არ არის სამართლიანი მიდგომა, უსამართლოდ ხდება ადამიანების დაპატიმრება და სასამართლო განხილვა. ასეთ საქმეებს უნდა მაქსიმალური ყურადღება, რომ ამის გამო ქვეყანა არ დაზარალდეს," - განაცხადა ბესელიამ. ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. სადაც მან 20 ივნისის აქციის დაშლაზე, პრეზიდენტის შეწყალებაზე, მოსამართლეთა შერჩევასა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)