|
2019-12-09 19:02:16, 2084 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით შიშები გვაქვს
„გვაქვს მომატებული შიშები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ვაჟა გაფრინდაშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან განმარტა, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ცხინვალის იზოლატორში არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ არაერთი ინფორმაცია არსებობს. "რაც შეეხება ბატონ ვაჟას მდგომარეობას, იქიდან გამომდინარე რომ გვაქვს ფაქტები და ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის და წამების შესახებ ცხინვალის იზოლატორში, ასევე გვქონდა ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც მისი გარდაცვალებით დამთავრდა. რა თქმა უნდა გვაქვს მომატებული შიშები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა",- აღნიშნა ლომჯარიამ. შეგახსენებთ, ექიმ, ვაჟა გაფრინდაშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი, მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)