|
2019-12-09 14:26:07, 1492 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის პერიოდში ესკო 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს
2019 წელს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) საოპერაციო მოგებით ასრულებს. კომპანიის გენერალური დირექტორის ზაზა დვალიშვილის განცხადებით, ის გარემოება, რომ ესკო წელს მოგებით ასრულებს, სამომავლოდ ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღნიშნული განცხადება ზაზა დვალიშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას გააკეთა, რომელსაც მინისტრი ნათია თურნავა და სამინისტროს სხვა პასუხისმგებელი პირები დაესწრნენ. პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ 2019 წელი ელექტროენერგეტიკულ სექტორში ძირეული რეფორმების დაწყების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ესკოს გენერალური დირექტორის განცხადებით, დადებითი შედეგი სახეზეა, რადგან ბაზარზე პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებულ საწარმოთა შორის კონკურენცია გაიზარდა. რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის 1-ელი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდოს. ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, რომ მათ გაზარდონ საკუთარი წარმოებების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. რეფორმის შედეგად, 2019 წელს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ 11 მიმწოდებელი და 10 პირდაპირი მომხმარებელი დარეგისტრირდა. ზაზა დვალიშვილის განცხადებით, რეფორმა 2020 წელსაც გაგრძელდება. "ენერგეტიკაში მოსალოდნელი სიახლეები გულისხმობს ვაჭრობის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, რისი საწინდარიც არის ახალი სტრუქტურა - „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა". რეფორმა უნდა განხორციელდეს მასთან ერთობლივად მთავრობის მიერ ახალი სტრატეგიის მოთხოვნების შესაბამისად ვაჭრობის სქემის დანერგვისათვის," - განაცხადა ესკოს გენერალურმა დირექტორმა. მისი თქმით, სექტორში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ელექტროენერგეტიკული ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მომხმარებლებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ესკო-ს მომავალში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რეფორმის პერიოდში არსებული გამოწვევების პირობებში და იგი კვლავ გააგრძელებს საქმიანობას სექტორის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. შემაჯამებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ ესკო რეფორმის პერიოდში მიმდინარე საოპერაციო წელს მოგებით ასრულებს. "ჩვენ დავიწყეთ ელექტროენერგეტიკული ბაზრის უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელება, რომელმაც ქვეყანაში ელექტროენერგეტიკის თანამედროვე დასავლური საბაზრო პრინციპები უნდა დანერგოს. ამით ჩვენ სერიოზული ნაბიჯი გადავდგით საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების, ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ქართული ინდუსტრიის აღორძინების მიმართულებით. ენერგეტიკული რეფორმა კარგი სტიმულია იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქართველოს გენერაციის ობიექტებში დამატებითი ინვესტიციას განხორციელებით არიან დაინტერესებულნი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიები რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ფინანსურად მყარი და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული იყვნენ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციასთან ერთად ესკო-ს მომავალ საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს ენერგოეფექტურობას და გარემოს დაცვით საკითხებს და მათ წახალისებას.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)