|
2015-07-23 12:32:47, 509 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ყველაზე დაუცველ ფენებს ახალი ტარიფი ტვირთად საერთოდ არ დააწვეს
"როგორც კი ახალი ტარიფი დადგინდება, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ყველაზე დაუცველ ფენებს ახალი ტარიფი ტვირთად საერთოდ არ დააწვეს“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ტარიფის კორექტირების შემთხვევაში, მთვრობა სოციალურად დუცველებისთვის სუბსიდირებას განახორციელებს. „ვიცით, რომ დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ, რომელიც ტარიფის კორექტირების საკითხს განიხილავს და დამოუკიდებელი ორგანოა, მიიღო გადაწყვეტილება. თუ ტარიფი დაკორექტირდება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს და აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველებისთვის. ჩვენ გვინდა მოსახლეობას დავუმტკიცოთ, რომ ვართ სოციალურად ორიენტირებული მთავრობა, ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯეთ 5 მილიარდი 370 მილიონი ლარი, სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე მილიონამდე ლარი. დღეს ასეთი ვითარება გვაქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როცა ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, წამოიწია ტარიფის თემა და სემეკთან მივაღწიეთ იმას, რომ ტარიფი 3.54 თეთრით შევამცირეთ. ამ დრომდე ასეთი ნაბიჯი არც ერთ მთავრობას არ გადაუდგამს. როგორც კი დადგინდება ახალი ტარიფი, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ყველაზე დაუცველ ფენებს ახალი ტარიფი ტვირთად საერთოდ არ დააწვეს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირებაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ამწუთებში საჯარო სხდომაზე მსჯელობს.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)