|
2019-12-06 14:20:11, 2574 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გუნდში სრული თანხმობაა იმასთან დაკავშირებით, რომ განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, უმრავლესობაში რყევები არ უნდა იყოს. „ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის და რა ოცნებაც არ შეუსრულდება „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ის, რომ უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე - უმრავლესობაში არ იყოს რყევები. შესაძლებელია, სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციებს, რომელიც ამის დასადასტურებლად მოჰყავთ, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ. ჩვენ ვთანხმდებით, რომ შიდა განსხვავებული მოსაზრებების მიუხედევად, ამ სკითხს საფრთხე არ შეექმნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)