|
2019-12-05 14:28:12, 1951 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე: შეცდომა, რომელიც „ოცნებამ“ დაუშვა 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საერთაშორისო გამოცდილებისა და შიდასახელმწიფოებრივი გამოწვევების ფონზე გამოიკვეთა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა საქართველოსთვის დიდი რისკის შემცველია. როგორც დეპუტატმა განმარტა, ეს სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. „ევროპის და მსოფლიოს სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ ეს სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ხერხდება მთავრობის ფორმირება. ბევრ შემთხვევაში საჭირო ხდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რომლის შემთხვევაშიც არ არის გარანტია გონივრულ ვადებში სტაბილური მთავრობის ფორმირებისა. მეტად საეჭვოა, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა თუნდაც 2024 წლისათვის იმ დონეზე განვითარდეს, რომ მოიხსნას პოლიტიკური არასტაბილურობის რისკები“, - განაცხადა ხუნდაძემ. მანვე მაჟორიტარული სისტემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სისტემა ხალხის რეალურ მმართველობას უზრუნველყოფს. „ამასთან, მაჟორიტარულ სისტემას აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. დეპუტატის თქმით, ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ორპალატიანი სისტემა ქმნის პოლიტიკური სტაბილურობის გაცილებით უფრო მაღალ გარანტიებს. „შეცდომა რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დაუშვა და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, სანამ რეალურ უარყოფით შედეგებს მოიტანს, რისი ალბათობაც ამ პოლიტიკურ ველზე ძალიან მაღალია - დროა ჩვენვე გამოვასწოროთ. საპასუხო არგუმენტებად „დავპირდით" , ან „შევპირდით", არ მიიღება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)