|
2015-07-22 18:43:01, 434 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი სამხედრო მრეწველობაში მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი კომპანიის საქმიანობს გაეცნო
ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ჩეხ კოლეგასთან შეხვედრამდე, სამხედრო მრეწველობაში მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი კომპანიის საქმიანობს გაეცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ქართული დელეგაციის სხვა წევრები ჩეხეთის საჰაერო ძალების სარდლის და სამხედრო მაღალჩინოსნების თანხლებით უკვე იმყოფებოდნენ კომპანიებში - „LOM PRAHA“ და „VR GROUP“, რომელიც ახალი თაობის სიმულაციური ცენტრების წამყვანი კომპანიაა. ამ წუთებში ქართული დელეგაცია მასპინძელ მხარესთან ერთად კომპანია “ERA”-ში იმყოფება. “ERA” მსოფლიოში სამხედრო წარმოების ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მას მოგებული აქვს ტენდერი ნატოს წევრი ქვეყნების VERA NG რადარით მომარაგებაში და ისინი, სწორედ, ამ კომპანიის სახელწოდების თანამედროვე რადარებს იყენებენ. “ERA”-ს წარმომადგელებემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებისთვის სპეციალური პრეზენტაცია გამართეს და რადიო ტექნიკური სადაზვერვო საშულებები და სარადარო სისტემები გააცნეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ქართული დელეგაციის წევრები ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მეორე ნაწილს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ მარტინ სტროპნიცკთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ლუბომირ ზაორალეკსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებენ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)