|
2019-11-29 16:26:06, 3661 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ჭარაია - პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მინიმუმ 150 მილიონი ლარის შემოსავალს და რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს მოიტანს
ორგანიზაცია „სექტორი 3" - ის ექსპერტის, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" მინიმუმ 150 მილიონი ლარის შემოსავალს და რამდენიმე ათას ახალ სამუშაო ადგილს მოიტანს. პროექტის პრეზენტაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გამართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები. სოციალურ ქსელ „Facebook" – ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, ვახტანგ ჭარაიამ იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა თავისი პოზიტიური ქმედებით კიდევ უფრო აქტიურად შეუწყობს ხელს ბიზნესის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, შედეგად კი - ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. „იმის ფონზე, რომ საქართველოში უმუშევრობა წლების განმავლობაში ნომერ პირველ პრობლემად ცხადდება (12.7%), ხოლო უცხოურ ინვესტიციებში ახალი გამოწვევებია მთელი რეგიონის მასშტაბით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ განაგრძოს პროაქტიული ქმედებები ბიზნესის დასაინტერესებლად. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს შეთავაზებები ხელმისაწვდომი იყოს არამხოლოდ თბილისსა და სხვა უკვე ჩამოყალიბებულ რეგიონულ ცენტრებში (უცხოური ინვესტიციების 81% მხოლოდ თბილისზე მოდის), არამედ მათ ფარგლებს გარეთაც, რათა ინკლუზიურობის და გადანაწილების პრინციპები იყოს დაცული“, - აღნიშნავს ექსპერტი. მისი თქმით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნია სხვადასხვა მასშტაბის მრავალი საპრივატიზაციო ობიექტი, რომლებიც რაც შეიძლება ოპერატიულად უნდა გასხვისდეს. „თუმცა, საპრივატიზაციო ობიექტების გარდა საინტერესო იქნება სახელმწიფომ ბიზნესს აგრეთვე ბიზნეს პროექტებიც შესთავაზოს, საუკეთესო შემთხვევაში კი კლასტერული განვითარების ჭრილში წარმართოს თავისი საქმიანობა“, - განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3"-ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.
(NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)