|
2015-07-22 14:18:28, 349 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: რეალურად გვაქვს შანსი, რომ საქართველო ნამდვილად ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს
ჩვენ რეალურად გვაქვს იმის შანსი, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ნამდვილად ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის გახსნის ღონისძიებაზე განუცხადა. კალაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს ხანებში საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების შესაძლებლობა ექნება. "ჩვენ რეალურად გვაქვს იმის შანსი, რომ უახლოეს მომავალში, საქართველო გახდეს ნამდვილად ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა და არა მარტო ჩვენ შევძლოთ შიდა მოხმარების დაკმაყოფილება სრულიად. სექტემბრიდან მარტის ჩათვლით, ჩვენ გვიწევს ელექტროენერგიის ყიდვა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ეს ძალიან მძიმეა ჩვენი ენერგოსისტემისთვის, თუმცა ვართ ოპტიმისტები, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ იმპორტის სრულად ჩანაცვლებას და მეტიც, შევძლებთ ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელებას ჩვენს მეზობელ ქვეყნებში", - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის საშუალებით მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ეს არის 237 მგვ-იანი სიმძლავრის ელექტროსადგური, რომელიც არის კომბინირებული ციკლის. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროექტით, ჩვენ ვანაცვლებთ ძველ ქვესადგურებს, რომლებიც იყო საბჭოთა კავშირის დროს აშენებული, ყველა სამუშაო ცვეთა გასული აქვს და არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რასაც თანამედროვეობა ჰქვია. ამ პროექტით, ჩვენ შევძლებთ 30%-ით მეტი ელექტროენერგია იქნას გამომუშავებული ჩვენი სისტემისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის ენერგეტიკის მდგრადობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა კახა კალაძემ.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)