|
2019-11-27 10:59:15, 1926 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის რეგულირების დახვეწაზე, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მომსახურების ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაზე, აგრეთვე ქართველი მეზღვაურებისთვის საერთაშორისო შრომის ბაზრის კიდევ უფრო მეტად გახსნასა და მსოფლიოს წამყვან გემთმფლობელ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის აღნიშნული ორგანიზაციის ყოველწლიური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მას ასევე დაესწრნენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში თამარ ბერუჩაშვილი. შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აღნიშნული გაერთიანება იჩენს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორის რეფორმირების მიმართულებით. მინისტრის თქმით, საქართველო, მართალია, საზღვაო ქვეყანაა, მაგრამ მისი საპორტო ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც საზღვაო დარგის სპეციალობებზე სწავლებისა და შემდგომ უკვე დასაქმების სისტემა მუდმივ პროგრესს განიცდის. „საქართველოს მთავრობა, პარტნიორ ქვეყნებთან და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს მნიშვნელოვან პროგრამებს და პროექტებს, რომელთა მიზანსაც ადგილობრივ საზღვაო ტრანსპორტის სისტემაში მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ჩვენი ქვეყნის, როგორც შავ ზღვაზე საზღვაო სერვისების ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებლის, კონკურენტუნარიანობის ამაღლება წარმოადგენს. ამ მხრივ, მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციიდან, მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. თავის მხრივ, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაც დადებითად შეაფასა მიმდინარე პროექტები საქართველოს მხარესთან და აღნიშნა, რომ საქართველო კარგი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდ წარმატებას შეიძლება მიაღწიოს ქვეყანამ, რომელიც თანამიმდევრულ რეფორმებს ახორციელებს. მან ასევე პოზიტიურად შეაფასა საერთაშორისო საზღვაო ფორუმების ბათუმში ჩატარების ტრადიცია, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და უკვე იქცა მნიშვნელოვან რეგიონალურ ფორუმად, სადაც მსოფლიო მასშტაბის გემთმფლობელი კომპანიებისა და წამყვანი საზღვაო ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები დარგის განვითარების საკითხებზე მსჯელობენ. დასასრულს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი ბათუმის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2020 წელს ბათუმში გაიმართება.
(NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)