|
2015-07-22 12:56:40, 402 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: მუქარები მოდის, მაგრამ ამას ტელევიზიით ვერ ვისაუბრებთ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის შეფასებით, ისლამური სახელმწიფო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო პრობლემაა. როგორც მან, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხდა, სასქართველოში ისლამური სახელმწიფოს ერთ–ერთი „თავი“ დააკავეს, რომელიც ახალგაზრდებში აგიტაციას ეწეოდა, რომ სირიაში გადასულიყვნენ. გომელაურის თქმით, მისი დაკავება ფარული სპეცოპერაციის ჩატარების შედეგად მოხდა. „ ისლამური სახელმწიფო ეს მსოფლიო პრობლემაა, არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, დაწყებული ამერიკის დიდი ქვეყნიდან, დამთავრებული ჩვენი პატრა ქვეყნით.ჩვენ ვართ ევროპისა და აზიის გასაყარზე და აქედან არის საშიშროება, როგორც ნარკოტიკული საშუალების გასვლის, ასევე ტერორისტების გადაადგილების. ეს ძალიან კარგია მათთვის, რა თქმა უნდა ამას თუ არ შევზღუდავთ. ჩვენ თუ მარტო რუსეთზე დავიწყებთ მუშაობას... ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ, არავინ არ ვართ დაზღვეულები. ღმერთმა ნუ ქნას ხვალ რამე მოხდეს. რა თქმა უნდა მუქარა მოდის, მაგრამ ამას ჩვენ ტელევიზიით ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ ჩავატარეთ ოპერაცია ვერტმფრენებით, მაგრამ ეს არავის არ გაუგია. ისლამური სახელმწიფოს ერთ–ერთი თავი იქნა დაკავებული საქართველოში, მის თანმხლებ პირებთან ერთად, რომლებიც პასუხისგებაში იქნენ მიცემულები. ისინი მოუწოდებდნენ... თუნდაც იმ ახალგაზრდების გადასვლა, რომ მოხდა ისლამურ სახელმწიფოში, თურქეთის ტერიტორიაზე და შემდეგ სირიაში. ეს ადამიანი იყო მათი იდეოლოგი, რომელიც მოუწოდებდა ჩართულიყვნენ ისლამური სახელმწიფოს რიგებში და ებრძოლათ მათ გვერდით“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)