|
2015-07-22 09:39:46, 696 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში „მეტრო სითის“ მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდება
აჭარაში მსხვილ საინვესტიციო პროექტზე მომუშავე კომპანიამ „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ გაყიდვების ოფისი საზეიმოდ გახსნა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე დაესწრნენ. მთავრობის წევრებს მშენებლობის დეტალები „მეტრო ატლას ჯორჯიას“ დირექტორმა ონურ თანრივერდიმ გააცნო. მალე დასრულდება ძირითადი სასტუმრო კორპუსების, ორი 420-ბინიანი აპარტამენტისა და კაზინოს მშენებლობა. 12-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „მეტრო სითი“ მინიმუმ 203 ნომრიანი იქნება. სასტუმროში ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სავაჭრო ცენტრი, VIP რეზიდენცია, სამორინე და სხვა ობიექტები განთავსდება. „პროექტი მიმდინარეობს შეუფერხებლად და დადგენილ ვადებში ეტევა. ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. აქ იქნება აპარტამენტები, სასტუმრო, გასართობი ცენტრი, სავაჭრო მოლი, მოწესრიგებული მიმდებარე ინფრასტრუქტურა და გარე ტერიტორია. სასტუმრო ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა და მომავალი წლის სეზონისთვის ბათუმს კიდევ ერთი ლამაზი ობიექტი შეემატება“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. კომპანია აღნიშნული პროექტით რეგიონში 90 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. აღნიშნული ინვესტიცია 600 დან 1500-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმროს მშენებლობა, კომპანიის განცხადებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე 2 წლით ადრე - 2017 წლის ბოლოს დასრულდება.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)