|
2015-07-22 09:21:49, 570 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, 13:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გაიმართება პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ ახალი ეტაპის პრეზენტაცია. ღონისძიებაზე მედიასა და საზოგადოებისათვის გასული წლის შედეგების და მომავალი გეგმის გაცნობა მოხდება. „წიგნი ყველა სოფელს“ - არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის“ ინიციატივით ხორციელდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, „ვისოლ ჯგუფის“, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L“-ის, და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის, ფშავ-ხევსურეთის, და იმერეთის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება. შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წიგნების შეგროვების პროცესი მთელი თბილისის მასშტაბით. სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“, და “დანქინ დონატსის” რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. პროექტი, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და ზემოთ ჩამოთვლილ, პარტნიორ ორგანიზაციებს აერთიანებს 25 ივლისიდან დაიწყება. რეგიონების მოსახლეობისათვის წიგნების მიწოდებაზე ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა’’ (სპეციალური ავტობუსი) იზრუნებს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში გაჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების დახმარებით იქაურ მოსახლეობასაც მისცემს საშუალებას გააჩუქონ წიგნები და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტში. „წიგნი ყველა სოფელს“ გრძელვადიანი პროექტია და მაღალმთიანი სოფლების მწირი სასკოლო ბიბლიოთეკების წიგნის ფონდის გამდიდრებას ისახავს მიზნად. მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე პროექტი სხვა რეგიონების ბიბლიოთეკებსაც მოამარაგებს და მომავალშიც გაგრძელდება.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)