|
2019-11-22 13:12:51, 2980 ნახვა
ეკონომიკა
„სმარტი“ „ტრუჩილოს“ იტალიური ყავების არჩევანს ზრდის
„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში იტალიური „ტრუჩილოს“ ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა და „სმარტში“ „ტრუჩილოს“ ყავების არჩევანი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამიერიდან, „სმარტის“ მომხმარებელს არა მხოლოდ „ტრუჩილოს“ აპარატის „ამერიკანოს“, „კაპუჩინოს“, „ლატეს“ და „ესპრესოს“ დაგემოვნება შეუძლია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე განთავსებულ სუპერმარკეტებში, არამედ ლეგენდარული იტალიური ბრენდის მარცვლის ყავას, დაფქულ ყავას და ყავის კაფსულებს შეიძენს დღისა თუ საღამოს ენერგიულად გატარებისთვის. „ტრუჩილოს“ ისტორია 1950 წელს იწყება და დღესდღეობით საოჯახო ბიზნესის მესამე თაობამ მიაღწია იმას, რომ კომპანია იტალიაში ყავის წარმოების ბაზრის 40% წილის მფლობელია. მაღალი ხარისხის არაბიკას და რობუსტას ყავის მარცვლებს კომპანია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის წამყვანი მწარმოებლებისგან არჩევს. კომპანიის მისია მაღალი ხარისხის იტალიური ესპრესოს ყავის კულტურის გაზიარებაა მსოფლიოში და ყავის წარმოების უახლესი ტექნოლოგიებით, ყავის ხარისხის კონტროლის თანამედროვე სტანდარტებით, „ტრუჩილო“ აკადემიით, რომელიც ბარისტათა პროფესიონალ განვითარებაზე ზრუნავს და განვითარების ამბიციური გეგმებით, კომპანიამ უკვე დიდ პოპულარობას მიაღწია სოფლიოს ბევრ ქვეყანაში. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო და ბოლო წლებია საწყისი ფორმატით - კერძოდ პატარა ზომის სუპერმარკეტების ფორმით ვითარდება. „სმარტის“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტების უმრავლესობა ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზეა განთავსებული. „სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს კომპფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს.
(R)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)