12:26 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 21:49:37, 1808 ნახვა

კომენტარი
იტალიის ელჩი - ოპოზიციასთან შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ მათი ქმედებები კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს

„ჩვენ არ ვკარნახობთ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, რომელიც საარჩევნო სისტემა უფრო მეტად მიესადაგება ქვეყანას. ეს სუვერენული არჩევენია“, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელჩის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად იმედგაცურებისა, ოპოზიციის ქმედებები კანონის ფარგლებს არ უნდა გაცდეს.

„ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მოსაზრება, რომელიც პოლიტიკური ძალების ფართო სპექტრისგან არის შემდგარი. მათ გამოხატეს იმედგაცრუება იმის გამო, რომ მმართველმა ძალამ არ შეასრულა პირობა და არ აამოქმედა პროპორციული სისტემა. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ აღვნიშნეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით იყო ფართო კონსენსუსი და ცხადია, ამ პროცესის შეჩერება აჩენს უნდობლობის, იმედგცარუების შეგრძნებას. ამასთან, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ოპოზიციის ქმედებები კანონის ჩარჩოებში უნდა დარჩეს“, -აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ ელჩებს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
ზელენსკი: სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა, რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს მშვიდობას
ქარელში თანასოფლელი მძიმედ დაჭრა - შიდა ქართლის პოლიციამ 1 პირი დააკავა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics