|
2015-07-21 13:53:02, 394 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროპული ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი
„ჩვენ გვინდა, საქართველო გახდეს წარმატებული და მოდელი ქვეყანა. ეს ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს მიზანია, როგორც ევროკავშირის ერთგულმა ქვეყანამ, მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის საქმეში აქტიური როლი შეასრულოს. „მოგეხსენებათ, ჩვენ გავაგზავნეთ მისია ცენტრალურ აფრიკაში, ევროკავშირის მისიაში შევიტანეთ მნიშნვნელოვანი წვლილი, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად იქცა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, საქართველო გახდეს წარმატებული სახელმწიფო, რაც რეგიონის სტაბილურობას ხელს შეუწყობს. „ჩვენ რა თქმა უნდა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიულ დარგებში თანამშორმლობას, როგორიც არის ენერგო უსაფრთხოება და ტრანსპორტი. კიდევ მინდა ვუთხრა ტუსკს, რომ საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროპული ტანსფორმაციის წარმატებული მაგალითი. ჩვენ გვინდა, რომ სქართველო გახდეს წარმატებული და მოდელი სახელმწიფო. ეს სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ ხელს შეუწყობს სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას მთლიანად რეგიონში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)