|
2015-07-21 13:46:01, 708 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა საბადრაგო სამსახურის ახალი ავტოპარკი გახსნა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ახალი დასავლური სტანდარტების შესაბამისი საბადრაგო სამსახურის ავტოპარკი და ოფისი გახსნა. უწყების ინფორმაციით, ავტოპარკში განთავსებული მანქანები კატეგორიების მიხედვითაა დიფერენცირებული და განკუთვნილია არასრულწლოვანი, ქალი და ყველა რისკის სრულწლოვანი მამაკაცი მსჯავრდებულებისათვის. აქვეა, თანამედროვე სტანდარტების რეანომობილები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში მსჯავრდებულების დროულ და უსაფრთხო გადაყვანას უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ მაღალი რისკის პატიმრებისთვის განკუთვნილი ავტომობილები ანტივანდალური საკნებითა და შესაბამისად, თვითდაზიანების პრევენციის მექანიზმითაა აღჭურვილი. გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, ახლადშეძენილი მსჯავრდებულთა გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალებები სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს და ადამიანის უფლებების დაცვით, მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. „რეფორმის ფარგლებში ჩვენ ვქმნით შესაბამის გარემოს იმისთვის, რომ მსჯავრდებულმაც ღირსეულ პირობებში მოიხადოს სასჯელი და თანამშრომელსაც მიეცეს იმის საშუალება, რომ ეფექტურად და წარმატებით შეძლოს თავისი მოვალეობის შესრულება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საბადრაგო სამმართველოს ახალაშენებული შენობა და განახლებული, ევროპული სტანდარტების ავტოპარკი. ჩვენ უარს ვამბობთ ყველაფერ საბჭოურსა და მოძველებულზე, სამუდამოდ გავაჩერეთ ის ავტომანქანები, რომლებიც წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან ასოცირდება, რომლებითაც 20 პატიმრის ნაცვლად, 50 გადაჰყავდათ. ახლადშეძენილი ავტომობილები სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს და მსჯავრდებულების უსაფრთხო, ადამიანის უფლებების სრული დაცვით გადაადგილებას უზრუნველყოფს. განახლებულია საბადრაგო სამმართველოს პირადი შემადგენლობის ფორმები და აღჭურვილობაც“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. მინისტრმა ჟურნალისტებს ავტომობილები პირადად დაათვალიერებინა და მათ ახალი საბადრაგო სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულება და ფუნქციები დეტალურად განუმარტა.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)